ერევანში სამოქალაქო პროტესტი არ წყდება

17 აპრილი 2018, 00:00 2244 ნახვა

მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფონზე სომხეთის პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად აირჩია. სერჟ სარგსიანს 77 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგ წავიდა. მანამდე საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატის მოსმენა შედგა.

ყოფილმა პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაზე კანონმდებლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, 2030 წლამდე სომხეთის განვითარების სტრატეგია დამტკიცდება. მან მიგრაციას სომხეთის სისხლმდინარე ჭრილობა უწოდა.

სარგსიანმა დეპუტატების წინაშე საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში გატარდა. სომხეთის მთავრობის ფორმირება პრემიერის არჩევიდან 15 დღის ვადაში მოხდება. სარგსიანი სამი დღის ვადაში ვიცე-პრემიერსა და მინისტრებს დანიშნავს. 

ამავე კატეგორიაში