დასაქმების აგენტების შერჩევა

07 ივლისი 2016, 00:00 3373 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ დასაქმების აგენტების შერჩევა დაიწყო. კონკურსის პირველი ეტაპი - გასაუბრება კანდიდატებთან დღეს ჩატარდა. შერჩევის მეორე ეტაპზე კონკურსანტებს ტრენინგი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც 13 საუკეთესო გამოვლინდება. დასაქმების აგენტები უწყებაში სხვადასხვა სახის დავალებას შეასრულებენ და შრომის ბაზრის კომპონენტების კვლევაში ჩაერთვებიან. სულ კონკურსში 69 კანდიდატი მონაწილეობს. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” განახორციელებს.

ამავე კატეგორიაში