ქვაფენილი, რომლის დასაგებადაც მილიონობით ლარი დაიხარჯა, შესაძლოა ალტერნატიული საფარით ჩანაცვლდეს

12 აპრილი 2018, 00:00 8173 ნახვა

ამოყრილი ქვაფენილი საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე. 

მძღოლები და ფეხით მოსიარულეები უხარისხოდ დაგებული ქვაფენილით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ. 

ამოყრილი ქვაფენილის ადგილას ღრმულებია დარჩენილი. მოქალაქეები ამბობენ, რომ მანქანით გადაადგილებისას საბურავები ზიანდება. ავტომობილის შეკეთება კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ვისაც არ დაეზარა, საავტომობილო გზიდან ამოყრილი ქვაფენილი ტროტუარზე დაალაგა.

ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ქვაფენილი რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა დაგებული. ასფალტის ქვის საფარით შეცვლა, მერიას წლების წინ მილიონობით ლარი დაუჯდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის, 2018 წელს მერიას 288 ათას 880 ლარი აქვს გათვალისწინებული.  

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით, შესაძლოა, მალე ქვაფენილი ალტერნატიული საფარით ჩანაცვლდეს.

არის თუ არა მზად პროექტი და როგორ მოხდება სამუშაოებისთვის თანხების მობილიზება, ნახეთ 21 საათზე, ‘’მთავარში’’ ირინე წუწუნავას რეპორტაჟი.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში