აჭარისწყალი-კირნათი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12 აპრილი 2018, 00:00 2209 ნახვა

ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის   საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე.  სამუშაოებისთვის ‎1 904 585 ლარია გამოყოფილი.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით რისთვისაც საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ‎16 579 851 მილიონ ლარამდეა გამოყოფილია . ინფორმაციას აწარის მტავრობა ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში