ხიდი, რომლითაც ათობით მოქალაქე ყოველდღიურად სარგებლობს, დაზიანებულია

09 აპრილი 2018, 00:00 3374 ნახვა

ხიდი, რომლითაც ათობით მოქალაქე ყოველდღიურად სარგებლობს, დაზიანებულია. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ადგილობრივები ორმოების გარდა, საფრთხეზე საუბრობენ, იხსენებენ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც დაზიანებულ მონაკვეთში მოქალაქე ჩავარდა.

საუბარია შუახევში დაბაძველის ხიდზე, რომლის ალტერნატივაც ოჯახებს არ გააჩნიათ. ამ ხიდით მოუწევთ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად პირუტყვის გადაყვანაც, საკუთარი სიცოცხლის გარდა ადარდებთ პირუტყვის ბედიც.

საგზაო დეპარტამენტი ამ ეტაპზე ხიდის რეაბილიტაციას არ გეგმავს, წელს უწყება მხოლოდ ორმოების ამოვსებით შემოიფარგლება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი