აზარტული თამაშები - საკანონმდებლო ინიციატივა

09 აპრილი 2018, 00:00 3329 ნახვა

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა. საუბარია ონლაინ კაზინოებზე, რომლებსაც ამჟამად სახელმწიფო საერთოდ ვერ აკონტროლებს.

მსჯელობენ მოთამაშეთა რეესტრისა და “მოთამაშის ცნობის” შემოღებაზე. დღესდღეობით ონლაინ თამაშში ჩართვა და რეგისტრაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სრულიად დაუცველები არიან არასრულწლოვნები. ამასთან ინიციატორები მსჯელობენ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს ნარკოლოგიურ ცნობასთან ერთად ე.წ. მოთამაშის ცნობაც მოსთხოვონ.

ვლილებების არსებული სახით მიღების შემთხვევაში,  თამაშის მსურველებს იუსტიციის სახლში მოუწევთ რეგისტრაციის გავლა, ინტერნეტ კაზინოების მფლობელები კი ვალდებული იქნებიან სწორედ ამ ბაზით ისარგებლონ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში