ავარია ჩაქვის გვირაბთან 

09 აპრილი 2018, 00:00 3611 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან. რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტები კონტაქტურები არიან და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში