კოკოტაურის მცხოვრებთა მოთხოვნა

08 აპრილი 2018, 00:00 1915 ნახვა

გზის რეაბილიტაციას ითხოვენ სოფელ კოკოტაურის მცხოვრებლები. როგორც ამბობენ, სოფელში ვაკის უბანში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გადაადგილება უჭირთ. მერიას დახმარებისთვის მიმართეს თუმცა პრობლემა მოუგვარებელია.

ქედის მერიაში კი ამბობენ, რომ მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, აღნიშნულ მონაკვეთზე მერია ბეტონის საფარის მოწყობას გეგმავს. თუმცა როდის, ჯერ უცნობია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში