ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

06 აპრილი 2018, 00:00 2850 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. რამდენიმე წუთის წინ, სელიმ ხიმშიაშვილისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. მანქანების მეპატრონეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში