სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა

06 აპრილი 2018, 00:00 2191 ნახვა

თვითნაკეთი სუვენირები და სამკაულები, სამზარეულოს აქსესუარები, რძის ნაწარმი, კვერცხი, პასკა, თაფლი, მარწყვი და ბოსტნეული - ამ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეულმა სიბერემ” უპოვარი ხანდაზმულების დასახმარებლად მოაწყო.

სააღდგომო გამოფენაზე პროდუქცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის იმ ბენეფიციარების მიერ, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით მცირე გრანტით დაფინანსდნენ და ბიზნესი წამოიწყეს. საქველმოქმედო აქციით შემოსული თანხით სააღდგომო სანოვაგესა და სურსათს შეიძენენ,  რომლებიც უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დაურიგდებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი