შსს-მ 900 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზატორი დააკავა

30 მარტი 2018, 00:00 1794 ნახვა

გახმაურებული საქმის ახალი დეტალები. მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი დააკავა,  რომელმაც, უწყების ინფორმაციით, თურქეთიდან რეანომობილის საშუალებით გიორგი გიორგანაშვილთან, მეტსახელად ბახალა და კიდევ ერთ პირთან ერთად  „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მესამე  პირი „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით,  საქმეში მონაწილე პირებმა დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს. 

ამავე კატეგორიაში