ბათუმში ხარვეზით დადგმულ მოსაცდელებს ჩაანაცვლებენ

30 მარტი 2018, 00:00 2076 ნახვა

საერთო ჯამში, ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, 50 ახალ მოსაცდელი დამონტაჟდება. ამჯერად სამუშაოებს  შპს „ალმა“ განახორციელებს.  იგივე კომპანია იღებს ვალდებული ის 50 კონსტრუქცია ჩაანაცვლოს, რომელიც ტენდერის პირობების დარღვევით დაიდგა. 

მერიის დაკვეთით, მოსაცდელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უნდა ყოფილიყო. 

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის მასშტაბით 100 ადაპტირებული მოსაცდელი დეპუტატებს ამ საკითხზე  მრავალფეროვანი შენიშვნები ჰქონდათ.

დეპუტატების ნაწილს არ მოსწონდა კონსტრუქციის იერსახე და სკამების სიგრძე. ოპოზიცია კი  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე არსებულ მოსაცდელებში, უკაბელო ინტერნეტის დამონტაჟებას ითხოვდა.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბათუმში  ტროტუარის ნაწილი მოსაცდელებს ჩახერგილი აქვს. ხშირ შემთხვევაში კონსტრუქცია ისე არის განთავსებული, რომ მოქალაქეებს გზის გასაგრძელებლად, საავტომობილო მონაკვეთზე გადასვლა უწევთ.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტსაც, რომ ​ მოსაცდელები შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა ყოფილიყო.  ტენდერის მიხედვით, კომპანიას კონსტრუქციის უკანა მხარე ღია უნდა დაეტოვებინა, იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლა შესძლებოდა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში