ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ამორტიზებულია

28 მარტი 2018, 00:00 1538 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ამორტიზებულია. მძღოლები ამბობენ, რომ დაახლოებით 5 თვეა გზაზე გადაადგილება შეუძლებელია და ხშირია ავტომანქანების დაზიანების შემთხვევები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტება დაგეგმილია, სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში უნდა დაიწყოს. ტენდერი უკვე დასრულდა.

ამავე კატეგორიაში