ლეგენდარული Led Zeppelin Black Sea Arena-ზე

27 მარტი 2018, 00:00 3155 ნახვა

2018 წლის ჯაზ ფესტივალის მონაწილეთა სიაში ,,ლედ ზეპელინის" სოლისტი რობერტ პლანტი მოხვდა. 19 ივლისს ,,ბლექ სი არენა" თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორ და გავლენიან ბრიტანელ როკ შემსრულებელს უმასპინძლებს.

ქართველი და საქართველოში ჩამოსული როკის თაყვანისმცემლებისთვის ე.წ. მძიმე მეტალის ლეგენდა უნიკალურ ვოკალურ შესრულებას, თავისუფლად ინტერპრეტირებული ფოლკის, კლასიკური ბლუზისა და სხვა მუსიკალური ჟანრების ელემენტებს, ასევე გიტარის რიტმს წარმოადგენს. ,,ლედ ზეპელინი" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბენდად მიიჩნევა, რომლის ალბომების საერთაშორისო ტირაჟი 300 მილიონს აღემატება.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში