ბათუმში ავარიის შედეგად გოგონა დაშავდა

26 მარტი 2018, 00:00 4695 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ გვიან ღამით, შავშეთისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო. კლინიკაში მას კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში