მაშველებმა 14 წლის ბიჭი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

23 მარტი 2018, 00:00 31766 ნახვა

 მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი დღეს დილით იპოვეს. ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი 14 წლის ბიჭია, რომელიც ოთხი დღის წინ გაუჩინარდა.

გარდაცვლილი წყალში ადგილობრივმა დავით ფუტკარაძემ შენიშნა, წყლიდან კი მაშველებმა ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, მამუკა თურმანიძის განცხადებით სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.

შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. მოზარდი ბურთის მოსატანად წავიდა, თუმცა  შევიდა თუ არა წყალში, თვითმხილველებს არ დაუნახავთ. 



სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 11 ბრიგადა და 60 მეხანძრე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

გარდაცვლილი ბიჭის, მურმან ფუტკარაძის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველს პარლამენტის წევრმა მიუსამძიმრეს. ზურაბ პატარაძემ მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში