რეზოლუცია საქართველოს შესახებ

05 ივლისი 2016, 00:00 3260 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია ''კონფლიქტი საქართველოში'' დაამტკიცეს. სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ თბილისის დეკლარაცია დამტკიცდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული პროექტი  19 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. 

ამავე კატეგორიაში