სასტუმროს ადმინისტრატორი სასტიკადაა ნაცემი

20 მარტი 2018, 00:00 8189 ნახვა

ბათუმში, 27 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ. ის რამდენიმე პირმა სასტუმრო ''თანამგზავრში'' სცემა. ინციდენტი კვირას, საღამოს მოხდა. დაშავებულია ადმინისტრატორი.

სასტუმროში განმარტავენ, რომ სტუმრის უკმაყოფილება გადასახდელმა თანხამ გამოიწვია. ფაქტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოყვა და პროცესში სხვა სტუმრებიც ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია. უწყების წარმომადგენლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაშავებული მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა კაცს ზედა ყბის ქირურგიული მანიპულაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში, 18 მარტს შეიყვანა. მას ქალა-ტვინის ტრავმა, ასევე სახის ძვლების მრავლობითი დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.

დაშავებული კაცის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. პაციენტს კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში