“ბორჯღალოსნების” გამარჯვება და თეთრი მაისურები წარწერით “ტატუნაშვილი”

18 მარტი 2018, 00:00 2571 ნახვა

“ბორჯღალოსნების” დიდი გამარჯვება. საქართველოს ეროვნული ნაკრები   „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. რუმინეთის   ნაკრები „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.  

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.  ქართველი მორაგბეები   მოედანზე  თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

ამავე კატეგორიაში