ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვარს კეტავს

17 მარტი 2018, 00:00 1671 ნახვა

რუსეთში 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დე ფაქტო „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო 17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული უწყების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი