ქართველი სუმოისტის მეოთხე გამარჯვება

16 მარტი 2018, 00:00 2673 ნახვა

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ენდო იყო, რომელიც ულამაზესი გდებით - კოტენაგეთი დაამარცხა. 
გორგაძე 4 მოგებით და 2 მარცხით დადებით ბალანსს კვლავ ინარჩუნებს. 

ქართველი იმპერატორის ხვალინდელი მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა არავაში იქნება, რომელმაც მიმდინარე ბაშოზე 6-ვე შეხვედრა მარცხით დაასრულა.

სპორტული სიახლეები ვრცლად  იხ. ლინკზე: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში