შეზღუდვები და არა აკრძალვები ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში

14 მარტი 2018, 00:00 2455 ნახვა

ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის შესახებ დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე მერია სპეციალისტებთან  და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალებს განიხილავს.  ახალი რეგულაციები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩებიდან ზღვის მიმართულებით ტერიტორიაზე გავრცელდება და მშენებლობებს შეეხება.

არქიტექტორთა ნაწილი ფიქრობს რომ შეზღუდვები დეველოპერების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. დოკუმენტს დადებითად აფასებენ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველები. დღესვე ბათუმის მერმა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის პირველ პრეცედენტზეც ისაუბრა – საქმე ეხება გამსახურდიას 11-ში არსებული ძეგლის გამოსყიდვას. შენობაში 2013 წელს ხანძარი გაჩნდა, დაზარალებულებს ბინები გადაეცათ, შენობას კი მერია გაასხვისებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში