მეუფე გრიგოლი - ე.წ. „ციანიდის საქმე“  აისბერგის მხოლოდ   ნაწილია 

11 მარტი 2018, 00:00 2683 ნახვა

”ე.წ. ციანიდის საქმე  აისბერგის  მხოლოდ ნაწილია” - ამის შესახებ ნათქვამია  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მიმართვაში. მეუფე გრიგოლის განცხადებით,  პატიმრობაში მყოფი დეკანოზი, გიორგი მამალაძე  ოთხშაბათს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და ამ შეხვედრამ  მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. „იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი   ეკლესია.

წინ გველოდება დიდი გამოცდა, რომელიც თითოეული ადამიანის  რწმენისთვის იქნება ერთგვარი ტესტი. სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება  და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით „უმტკივნეულო“ და „ეფექტური“ გზები“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი და დასძენს, რომ „მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი“.

ამავე კატეგორიაში