დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირებმა მოინახულეს

07 მარტი 2018, 00:00 2181 ნახვა

“ვერ ვიტყვი, რომ ის უდანაშაულო ან დამნაშავეა, მაგრამ ეს ადამიანი არის მსხვერპლი” - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა, რომელიც მამა კახაბერთან ერთად დღეს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს შეხვდა.

მეუფე გრიგოლის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საზოგადოებისთვის რაიმე გზავნილი მისთვის არ დაუბარებია, თუმცა მისი ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს.

ამავე კატეგორიაში