საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში - #ნუჩაყრი

06 მარტი 2018, 00:00 1345 ნახვა

დაბინძურებული მდინარე მეჯინისწყალი გაიწმინდა. სამუშაოების მიმდინარეობისას მდინარიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს. მათ შორის პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები.

ბათუმის მერია  მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ გარემოს და მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ნუ ჩაყრიან.

გასულ წლის დეკემბერში, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლის სანიაღვრე არხიდან ლუდის, გაზიანი სასმელების, ზეთის, იოგურტის, მინერალური წყლის და კეჩუპის ათასზე მეტი ბოთლი ამოიღეს. 

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი