ტენდერი  ნაპირსამაგრი  სამუშაოებისთვის

05 მარტი 2018, 00:00 2168 ნახვა

ქედის მერია მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშოების ჩატარებას გეგმავს. სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.  მოეწყობა 130 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი, რაც აკარეთის პარკს დატბორვისაგან დაიცავს. წინადადებების მიღება 19 მარტს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორი თვის ვადაში სამუშაოები უნდა დაიწყოს. რისთვისაც 230 ათას ლარია გათვალისწინებული.  შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში პარკი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. 

ამავე კატეგორიაში