გამოცდა ზოგად უნარებში

04 ივლისი 2016, 00:00 3186 ნახვა

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. პირველი სესია დილის 9 საათზე დაიწყო. ბათუმში რეგისტრაცია 915-მა აბიტურიენტმა გაიარა, 27 კი არ გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაცია აბიტურიენტებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათს და რეგისტრაცია დროულად გაიარონ. ზოგად უნარებში გამოცდა ორ, ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში ტარდება, რისთვისაც განკუთვნილია 3 საათი და 10 წუთი. მომდევნო გამოცდა 6-7 ივლისს, უცხო ენაში ჩატარდება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში