საქართველო 23 : 10 ესპანეთი

03 მარტი 2018, 00:00 2008 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის 2018 წლის მესამე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 23:10 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებს მეტოქე თავიდანვე დიდ წინააღმდეგობას უწევდა და პირველი ტაიმი მხოლოდ სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი სამი ჯარიმით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა საჯარიმო ლელოთი ქულები მიითვალეს და დაწინაურდნენ. საპასუხო ლელო ესპანელებმაც დადეს და ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის მიწურულს გიორგი მელიქიძემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები, 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ამავე კატეგორიაში