''ვაქცინაციის მოცვის მხრივ აჭარაში საუკეთესო მაჩვენებელია'' - დავით სერგეენკო

02 მარტი 2018, 00:00 3845 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში ვაქცინაციის მოცვის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია,  რამაც ბავშვები  წითელას ეპიდემიისგან დაიცვა. დავით სერგეენკოს ამბობს, რომ მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს. ამაზე მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელიც მეტყველებს.

‘’ ვაქცინაცია რეალურად ყველაზე უფრო გამოცდილი და უსაფრთხო ტექნოლოგიაა. მიუხედავდ იმისა, რომ ცალკეული ჯგუფები ცდილობენ იმუნიზაციას დისკრედიტაცია გაუკეთონ, მიმართვიანობა მაინც  გაიზარდა. აუცილებელია ბავშვების გეგმიური, ხოლო მოზრდილი 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის არაგეგმიური ვაქცინაცია.  ვინც არ იცის დანამდვილებით, რომ გაკეთებული აქვს აცრა, დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს და თვითონ არ ახსოვს, ითვლება რომ მას წითელაზე იმუნიტეტი არ აქვს. საჭიროა დამატებით ვაქცინაცია’’ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, ეპიდაფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, 90-იან წლებში იმუნიზაციის მოშლილი სისტემა გახდა.

‘’პრობლემა წამოვიდა 90 წლების პირველი ნახევრიდან. მაშინ  ვაქცინაცია რეალურად მოშლილი იყო. აღნიშნულ წლებში დაბადებული ბავშვების დიდ ნაწილს წითელას ვირუსზე იმუნიტეტი არ აქვს. სწორედ ეს გახდა  საქართველოს მასშტაბით ამ ეპიდაფეთქების მიზეზი’’ - ამბობს მინისტრი.

ამავე კატეგორიაში