ლაშა კომახიძის მუშაობის 100 დღე

01 მარტი 2018, 00:00 2060 ნახვა

ბათუმის მერმა მუშაობის 100 დღის ანგარიში საზოგადოებას ჩააბარა. ლაშა კომახიძემ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ავარიული სახლების აღირცხვა მოხდება, ასევე შეისწავლიან მაღალსართულიანი კოსრპუსების ლიფტების მდგომარეობას. დადგინდება ქალაქის  ისტორიულ ნაწილში მშენებლობების მკაცრი რეგულაციები. ახალი მშენებლობის მაქსიმალურ სიმაღლეს 12 მეტრი იქნება. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს არქიტექტურული მხარე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში