ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება

27 თებერვალი 2018, 00:00 1718 ნახვა

''არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს''- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.  

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული და დაცული უნდა იყოს იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. ტატუნაშვილის საქმეზე დღეს გალშიც იმსჯელებენ.  საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს  საერთაშორისო საზოგადოება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში