სტამბოლში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

23 თებერვალი 2018, 00:00 5684 ნახვა

სტამბოლში, ათაშეირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო ავრცელებს.  

გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა და დახმარება მეგობარს სთხოვა. სწორედ მეგობარმა იპოვა ის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადები და ადგილობრივი პოლიცია. 

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.   მიმდინარეობს გამოძიება.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში