სპორტსმენების დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო შემოწმების გამკაცრებას გეგმავს

22 თებერვალი 2018, 00:00 2246 ნახვა

 

‘’თბილისში სპორტული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც ყველა მოქმედი სპორტსმენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის’’ - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. 

დეპუტატის თქმით, კონტროლის მექანიზმი უნდა გამკაცრდეს და პროფესიულ სპორტში ჩართულ ნებისმიერ პირს, მოზარდს, მოყვარულს თუ პროფესიონალს, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა - ამბობს ყაველაშვილი. 

''არის მზაობა, რომ ერთი დიდი სპორტული მედიცინის ცენტრი აშენდეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტზე მუშაობა დაწყებულია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. ერთია, კანონი და მეორეა რამდენად გაქვს ყველა ბავშვის გაკონტროლების შესაძლებლობა. უნდა ხდებოდეს ყველა სპორტსმენის სამედიცინო შემოწმება და უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი’’ - აცხადებს ყოფილი ფეხბურთელი. 

დეპუტატების გამოხმაურება ფეხბურთელის შოთა მამინაშვილი გარდაცვალების საკითხს მოჰყვა. სპორტსმენი 2017 წლის ოქტომბერში, თამაშის დაწყების წინ, მოედანზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ფეხბურთელის დედის ინფორმაციით, დასკვნაში ნათქვამია, რომ მამინაშვილს გულ-სისხლძარღვთა შევიწროება ჰქონდა,ასევე აწუხებდა ფილტვი და თირკმელი

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში