გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

21 თებერვალი 2018, 00:00 3065 ნახვა

შოთა მამინაშვილის დედა შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ფეხბურთის ფედერაციას, ექიმებს და მწვრთნელებს აკისრებს. მამინაშვილი ბოლოს “ზუგდიდში” თამაშობდა, გასულ წელს კი თამაშის დაწყებამდე, მოედანზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. 5 თვის შემდეგ ცნობილი ხდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაცვალებამდე უფიქსირდება. დედა ამტკიცებს, რომ მამინაშვილს ბოლო პერიოდში სამედიცინო გამოკვლევა საერთოდ არ ჩატარებია, რისი ვალდებულებაც მენეჯმენტს ჰქონდა. ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება საფეხბურთო კლუბმა “ზუგდიდმა.”

კლუბი ბრალდებებზე პასუხისგაცემისგან თავს იკავებს და მზადაა მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ მხარეს დაელოდოს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ამ ეტაპზე დასრულებულია, მოტივად კი სიკვდილის მიზეზი სახელდება, სახელმწიფო ბრალმდებელი სამხარაულის დასკვნას ეყრდნობა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს. მოტივი ბუნდოვანია ოჯახისთვის, ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა საქმის დახურვა კონკრეტული პირების ინტერესებში შედიოდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში