შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობა

18 თებერვალი 2018, 00:00 3547 ნახვა

ბათუმში  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა მოქმედებს, რის გამოც მძღოლები  უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ამბობენ,  იქმნება საცობი, მარშრუტის შეცვლით კი შეიცვალა გრაფიკიც, ამიტომ გადაადგილებას მეტ დროს ანდომებენ.  შპს ,, ბათუმის ავტოტრანსპორტში’’ განაცხადეს, რომ შეცვლილი სქემა  დაახლოებით 6 თვე იმოქმედებს.

სქემის შეცვლის აუცილებლობა 800 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობამ შექმნა, სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება შეცვლილ მარშრუტს  ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ მოძრაობას: პირველი მარშრუტია: გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავის ქუჩა; ხოლო მეორე მარშრუტი: გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკის ქუჩები. მოძრაობა ცალმხრივია გოგოლის ქუჩაზე,  მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში