ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულები გაიხსენეს

02 ივლისი 2016, 00:00 3210 ნახვა

23 წელი  ტამიშის ბრძოლის დაწყებიდან.აჭარაში აფხაზეთის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წევრებმა დღეს ჟიული შარტავას სახელობის ხეივანში შეიკრიბნენ და  დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მამა გრიგოლმა მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ქალაქის მერის მიერ მიღებული დაპირების თანახმად, შარტავას ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი სექტემბერში დაიდგმება. 1993 წლის, 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ  რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად  300-მდე მებრძოლი დაკარგა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში