კურორტ გოდერძის მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი

15 თებერვალი 2018, 00:00 3812 ნახვა

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. ორი დღის წინ საავტომობილო გზა, სოფელ ჯვარიქედთან, მეწყერმა წაიღო, რამაც გარესამყაროს მოწყვიტა კურორტი და კიდევ ცხრა სოფელი.

ამ ეტაპზე სოფელ კორტოხიდან შემოვლითი გზით სარგებლობაა შესაძლებელი, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანებით მაინც ვერ გადაადგილდებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დაიწყო დროებითი გზის გაყვანა, თუმცა მეწყრის განვითარების საფრთხე აქაცაა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.

ტერიტორია გუშინ გეოლოგებმაც შეისწავლეს, მათი თქმით, მეწყრის შესაჩერებლად კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

ამავე კატეგორიაში