საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში ბათუმელი სპორტსმენი გახდა

14 თებერვალი 2018, 00:00 1956 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში ბათუმელი სპორტსმენი ირაკლი  მიქელაძე გახდა. ჩემპიონატი თერჯოლაში გაიმართა და მასში ბათუმი 13-მა მოფარიკავემ წარადგინა. ბათუმელმა სპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც მოახერხეს.

რაპირაში მესამე ადგილი ბიჭიკო საფარიძემ დაიკავა, დაშნაში კი ბრინჯაოს მედალი მარიამ ზოიძემ მოიპოვა.  ტურნირი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გათამაშებაში საქართველოს 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ თვის ბოლოს  ბათუმიდან საერთაშორისო სემინარებზე მწვრთნელი გიორგი რამიშვილი გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო მწვრთნელის ლიცენზიას აიღებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი