ლიბიაში დაკავებულები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა

13 თებერვალი 2018, 00:00 2941 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მან დაკავებულებს  ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა. საგარეო უწყების განმარტებით, საადვოკატო კომპანია ასევე  ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯებს აანაზღაურებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამინისტრო მუშაობას როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან აგრძელებს, რათა დაკავებულები ჰუმანიტარული პირობებით უზრუნველყონ და  დაიცვან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი და  შეიარაღებული დაპირისპირება  ქართველი მეზღვაურების მდგომარეობასა და მათი საქმის მიმდინარეობას ართულებს.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. გემს კონტრაბანდის გადატანას ედავებიან. ეკიპაჟის წევრებს შორის სამი ქართველი მეზღვაურია, მათ შორის ერთი გემის კაპიტანი.

 

ამავე კატეგორიაში