სააპელაციო სასამართლომ დეკანოზის 9 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

13 თებერვალი 2018, 00:00 2635 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება გამოცხადდება.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის და ბრალდების მხარემაც გაასაჩივრა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბრალდებულს  5 თვის წინ 9 წლით თავიუსფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომას მაშინ  თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - განზრახ ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. აქვე გეტყვით, რომ თითქმის 1 წელია სასულიერო პირი პატიმრობაშია

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში