ქურდობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ რვა პირი დააკავა

11 თებერვალი 2018, 00:00 2029 ნახვა

ქურდობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ რვა პირი დააკავა, აქედან ერთი ბრალდებული ბათუმში აიყვანეს, მას რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონისა და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობას ედავებიან. თბილისში კი, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი დააკავეს. ქურდობის ფაქტები გამოვლინდა კახეთში, გორში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

ჩადენილი დანაშაული  3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში