ბათუმში, ბოლო კვირაში, რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს და დააზიანეს

11 თებერვალი 2018, 00:00 7022 ნახვა

გაძარცვული  ავტომანქანები და ჩამსხვრეული მინები - ბათუმში ბოლო  2 დღის განმავალობაში რამდენიმე ასეთი  შემთხვევა დაფიქსირდა.   მსგავსი ფაქტი  მოხდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ავტომანქანა დღის საათებში გაქურდეს, წაღებულია ფული, საბუთები და მძღოლის პირადი ნივთები. ასევე დღისით მანქანა  გაძარცვეს და  მინები ჩაამსხვრიეს გორგასალისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში. ფაქტების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებენ  და მსგავსი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ.   შინაგან საქმეთა სამინისტროში მანქანების  ძარცვის  ფაქტებს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი