ვინ შეძლებს ალტერნატიული ფართის ან კომპენსაციის მიღებას ძველ ბათუმში

01 თებერვალი 2018, 00:00 3255 ნახვა

ძველი ბათუმიდან იმ მოსახლეობის გასახლება მოხდება, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში ან მის დაცვის ზონაში ცხოვრობენ, საცხოვრებელი პირობები კი მათთვის მისაღები არაა. 

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ  ქალაქის ძველ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ, იმ სახლების სანაცვლოდ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.  შენობებს რესტავრაციას ჩაუტარებენ ან პირობით ინვესტორზე გაასხვისებენ.  

ეს შეთავაზება სპეციალური ზონაში ამოქმედდება, ამ ზონაში კი მოხვდა ყველა სახლი, რომელიც  კ.გამსახურდიას ქუჩიდან ზღვის მიმართულებით მდებარეობს.

„ბათუმის ისტორიულ ნაწილში მკაცრი მშენებლობების რეგულაციები დგინდება.  ახალი მშენებლობის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრით განისაზღვრება, ასევე მკაცრად გაკონტროლდება არქიტეტურული მხარე, რომ არ დაირღვეს ქალაქის ისტორიული უბნის იერსახე. თუმცა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იქ მცხოვრებლების ინტერესებიც, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში არიან, შევთავაზებთ მუნიციპალური პროგრამით ალტერნატიულ ფართს ან ღირსეულ კომპენსაციას" - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

მერიას კონკრეტულ მისამართებზე მცხოვრებ პირებთან უკვე ქონდათ კონსულტაციები.

"მოსახლეობასთან კონსულტაციები გვქონდა, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ.  კონკრეტულად კი ვესაუბრეთ  გამსახურდიას 11 ნომერში დამწვარი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეებს,  მათი განწყობები გვაფიქრებინებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ" - ამბობს კომახიძე. 

გამსახურდიას 11 მცხოვრები ია ჩხაიძე ადასტურებს, რომ მერიისგან უკვე მიიღო შეთავზება და მათთვის წინადადება რელური და მისაღებია. „რეალურად ვნახე ის ფართი, რასაც მთავაზობენ. ვნახე და ყველაზე მისაღები წინადადებაა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვითრეს“ აცხადებს მაუწყებელტან  ია ჩხაიძე.   

 

ამ ეტაპზე დათვლილი არაა რა ფინანსურ რესურს მოითხოვს აღნიშნული ინიციატივა, ქალაქი მერი ამბობს, რომ ეტაპობრივად მოხდება პროექტის განხორციელება.

"ბუნებრივია ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ერთიანად ეს ფინანსური რესურსი არ აქვს მერიას, წელს დავიწყებთ და ეტაპობრივად გავაგრძელებთ ამ პროცესს შემდეგ წლებშიც. მოქალაქეების დაკმაყოფილება საბიუჯეტო სახსრებით მოხდება, ხოლო შენობების რესტავრაციისთვის საგრანტო თანხების გამოყენებაა შესაძლებელი.​

არ წარმოიდგინოთ, რომ ყველა განცხადებას მივიღებთ, აქ პირველ რიგში შეთავაზება იქნება იმ მოქალაქეებზე,  რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში ცხოვრობენ, შემდეგ ფონურ შენობებში მცხოვრებლებთან ვითანამშრომლებთ და შემდეგ სხვებზე გავრცელდება. პარალელურად მოხდება ძეგლების რეაბილიტაცია" - ამბობს კომახიძე.   

რაც შეეხება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დარჩენილ შენობებს, საიდანაც მოსახლეობის გასახლება მოხდება. მერიაში ამბობენ, რომ ეს სახლები მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა და შესთავაზებენ ინვესტორებს. 

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე სახლები ინვეტორებზე შეთავაზების საკითხზეც ისაუბრა ზურაბ პატარაძემ, მისი განმარტებით შენობების გასხვისება იმ პირობით, მოხდება, რომ არ დაზიანდეს ისტორიული გარემო და არ შეეცვალოს შენობას ვიზუალი. 

"არასამთავრობო სექტორისთვის განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო, რომ ძველ ბათუმში გასხვისებულ სახლებს არ დაემატებათ სართულები და არ შეეცვლება არსებული სახე, ჩვენი მიზანია ინვესტორები არსებული რესურსით დავაინტერესოთ. ქალაქში მზარდია ტურიზმის მიმართულება, ძველ ნაწილში კიდევ უფრო დიდია დაინტერესება, ამიტომ ძალიან ბევრი პროექტი შეგვიძლია შევთავაზოთ ბიზნესმენებს, ისე რომ არ დაეკარგოს ქალაქის ამ ნაწილს სახე, არ დაემატებათ ახალი სართულები და შეუსაბამო შენობები" - განაცხადა პატარაძემ.

 

ამავე კატეგორიაში