სპორტი მთავარში

30 იანვარი 2018, 00:00 2276 ნახვა

მარტვილში ბავშვთა საფეხბურთო ბაზა გაიხსნა. სოფელ სერგიეთში 2018 წელს საფეხბურთო ბაზა 180 ბავშვს სრულიად უფასოდ მოემსახურება. ბავშვთა აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით შეიქმნა. პარალელურად ხელი მოეწერა მემურანდუს მარტვილის სპორტს სკოლასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამო"-ს შორის, დინამო თბილისის  სამწვრთნელი პროგრამით აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი ივარჯიშებს. გარდა ამისა კლუბი მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს.

ქუთაისში მალე დასრულდება ფეხბურთისა და რაგბის მოედნების მშენებლობა, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება. სახელმწიფომ პროგრამის განხორციელება, 2017 წელს დაიწყო და მის ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში ათი საერთაშორისო სტანდარტის მოედნი უნდა აშენდეს . ქუთაისი ორი სპორტული ბაზა რაგბისა და ფეხბურთის ორ ბუნებრივ საფარიან და ერთ ხელოვნურ საფარიან მოედანს მოიცავს, ტრიბუნები რამდენიმე ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, ვაკო გვილია კარიერას შვეიცარიის „ლუცერნში“ გააგრძელებს. ბორისოვის  „ბატეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა  ახალ გუნდთან  კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. ამ დროისთვის ლუცერნი შვეიცარიის სუპერლიგაში, 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. გვილია ყოფილ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ბელარუსის ჩემპიონი, თუმცა ბოლო დროს ის ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩებოდა და  მინდორზე იშვიათად ჩანდა. 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაციაში  დღის მთავარ მოვლენად არა შეხვედრები არამედ ტრანსფერი იქცა, ხუთგზის ოლსტარი და ენ-ბი-ეის ერთერთი საუკეთესო ფორვარდი  ბლეიკ გრიფინი ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან დეტროიტ პისტონსში გადავიდა.  თუმცა ეს ტრანსფერი დეტროიტელებს ძვირი დაუჯდათ, გრიფინის ნაცვლად კლიპერსში გადავიდნენ: ეივერი ბრედლი, ტობიას ჰარისი და ბობან მარიანოვიჩი.

ევროპის ჩემპიონი ხელბურთში ესპანეთის ვაჟთა ნაკრები,პირველად გახდა.ზაგრებში ფინალურ შეხვედრაში,  შვედეთი 29-23 დაამარცხა.უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეხუთე ცდიდან გახდა. ესპანეთმა 2005 და 2013 წლებში მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონის ორ ტიტულს, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდებაც დაუმატა.  შვედეთს კი პირიქით, ზურგს ოთხი გამარჯვება უმაგრებდა 1994-2002  წლებში,  მაგრამ მწვრთნელის ხორდი რიბერას მიერ გამოყენებულმა აგრესიულმა დაცვამ მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო და შვედეთის ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები საფრანგეთმა მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში