ქედაში ზარალს ითვლიან

30 ივნისი 2016, 00:00 3005 ნახვა

სტიქიის შედეგად მიყებებული ზარალის დათვლა და ლიკვიდაცია მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტში. მოულოდნელად ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ განსაკუთრებული ზარალი  საკალმახე მეურნეობას მიაყენა. ზარალის ოდენობამ კი მილიონს გადააჭარბა. დახოცილ თევზებს შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ზუთხი და სვია.  რამდენიმე წუთის წინ გაიწმინდა გეგელიძეებში და წონიარისში შიდა სასოფლო გზები, რაც შეეხება მთებთან მისასვლელ გზებს ქედის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მთებში მისასვლელი გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით მთაში ელექტროიენერგიის მისაწოდებლად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. პირველადი მონაცემებით სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს 400 ათას ლარამდე ზარალი მიაყენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი