სავარაუდო ძალადობა სკოლის მოსწავლეებს შორის

24 იანვარი 2018, 00:00 16537 ნახვა

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს შორის  მომხდარ სავარაუდო ძალადობის დეტალებს სამართალდამცველები იძიებენ. სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო საუბარში კი ამბობს, რომ ბავშვებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ ინფორმაცია სკოლაში გავრცელდა, თუმცა ბავშვები და მათი მშობლები ამას არ ადასტურებენ.

ეჭვს ბადებს ფაქტი რომ ერთ-ერთ ბავშვს შესამჩნევი ჩალურჯებები აღენიშნება. საქმის კურსშია სკოლის მანდატური, რომელმაც ვითარება უბნის ინსპექტორს გააცნო. ინცინდენტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში