ხანძრის სამივე კერა ლიკვიდირებულია

22 იანვარი 2018, 00:00 2958 ნახვა

ბათუმთან ახლოს, სამ სოფელში  გაჩენილი ხანძარის კერები ლიკვიდირებულია. რამდენიმე საათი დასჭირდა ცეცხლის ჩაქრობას. მაშველები ერთდროულად სამ ადგილზე იმყოფებოდნენ. ხანძარი მიუვალ ადგილზე გაჩნდა, ამიტომ მეხანძრეები სპეციალური ტექნიკის გარეშე ებრძოდნენ ცეცხლს.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ეკალბარდებს გაუჩნდა. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იყო. 

 წინასწარ ინფორმაციით, ხანძრის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში