უფასო კონსულტაციები

30 ივნისი 2016, 00:00 3442 ნახვა

1 და 2 ივლისს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიშა ომიაძე. კონსულტაციები  კატარაქტის, გლაუკომის, ბადურას, კერატოკონუსის პრობლემებსა და რეფრაქციულ ქირურგიას შეეხება.  პროფესორი მიშა ომიაძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში პაციენტებს რეგულარულად, თვეში ორჯერ, ყოველ მეორე კვირას მიიღებს. ასევე ჩაატარებს კატარაქტის ოპერაციებს ახალი მეთოდით, ნემსით ანესთეზიის გარეშე, წვეთების გამოყენებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში