"რა გველოდება მოქალქეებს თუ თურქეთი დათმობაზე არ წავიდა?" - კითხვაზე, რომელიც სარფის საბაჟოზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციას ეხებოდა, ზურაბ პატარაძემ უპასუხა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ზომებს.

16 იანვარი 2018, 00:00 7342 ნახვა

"რა გველოდება მოქალქეებს თუ თურქეთი დათმობაზე არ წავიდა?" - ამ შეკითხვაზე, რომელიც სარფის საბაჟოზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციას ეხებოდა, ზურაბ პატარაძემ უპასუხა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ზომებს.

რა იგულისხმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დამატებითი განმარტებები მას არ გაუკეთებია, მისი განცხადებით მოვლენებს არ უნდა დავასწროთ, რადგან მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"თუ თურქეთი მოლაპარაკებაზე არ წამოვა მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელსც ახლა ვერ გავაჟღერებთ, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან. მივიღებთ ყველა ზომას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები" - განაცხადა პატარაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრაზე ართვინში გაემგზავრა, სადაც საუბარი შეეხება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში