საზღვრის კვეთის რეგულაციები - თურქეთის კონსულთან შეხვედრა დასრულდა

16 იანვარი 2018, 00:00 3890 ნახვა

ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

პრესს სამსახურის ცნობით ზურაბ პატარაძემ  თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.

ოფიციალური კომენტარები შეხვედრის შემდეგ არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში